ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირანმა ატომური ენერგიის სააგენტოს გეგმა წარუდგინა


ირანმა ატომური ენერგიის სააგენტოს გამდიდრებული ურანის საზღვარგარეთ გაგზავნის გეგმის დეტალები წარუდგინა. წერილში ნათქვამია, რომ ირანი თურქეთში გაგზავნის ათას ორას კილოგრამ დაბალი ხარისხით გამდიდრებულ ურანს, ატომური რეაქტორისთვის საჭირო უფრო მაღალი ხარისხით გამდიდრებულის სანაცვლოდ. შეგახსენებთ, რომ ბრაზილიამ, თურქეთმა და ირანმა ბირთვული საწვავის გაცვლასთან დაკავშირებულ ზემოთქმულ გარიგებას გასულ კვირას მიაღწიეს. მსოფლიოს უძლიერესმა ქვეყნებმა უნდობლობა გამოხატეს და განაცხადეს, რომ გაცვლას ირანის ხელთ არსებული ურანის მხოლოდ ნახევარი ექვემდებარება. დასავლეთი დარწმუნებულია, რომ თეირანი ბირთვული ბომბის შექმნას ცდილობს. ირანი კი ამტკიცებს, რომ პროგრამა მხოლოდ მშვიდობიან მიზნებს ემსახურება.

XS
SM
MD
LG