ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირანში კიდევ ერთი ჟურნალისტი დააკავეს


ირანელი ჟურნალისტი, რომელიც მთავრობის კორუფციულ საქმიანობას ააშკარავებდა, მეორედ ექვსთვიანი ვადით დააკავეს. ჟურნალისტი მასუდ კაზემი ოთხშაბათს სასამართლო მოსმენაზე დააპატიმრეს. მისმა ადვოკატმა მოსამართლე, რომელიც საქმეს უძღვებოდა გააკრიტიკა, იმ ბრალდებით, რომ მოსამართლემ ჟურნალისტს, პროკურორების მოთხოვნის გარეშე, ახალი ბრალი წაუყენა და ჯარიმა მის წინააღმდეგ გააათმაგა.

ჟურნალისტს სასამართლომ 10 მილიარდი რიალის (237,000 დოლარის) ჯარიმა დაუწესა. ადვოკატი აცხადებს, რომ მოსმენის დროს მოსამართლემ ჟურნალისტი დაწყევლა, რაც აჩვენებს, რომ ის საქმეს მიუკერძოებელი კუთხიდან არ განიხილავს.

სამართალდამცავებმა კაზემი 2018 წლის ნოემბერში დააკავეს და მოგვიანებით, საპროცესო გარიგებით გაათავისუფლეს. თუმცა, როგორც ჟურნალისტის მეგობარი წერს, კაზემიმ ვერ მოახერხა გირაოს გადახდა. „მას, როგორც ჟურნალისტს ამ ფულის შესაგროვებლად 50 წელი დასჭირდება“, - დაწერა სობჰან ჰასანვანდმა „ტვიტერზე“.

ჟურნალისტი მას შემდეგ დააკავეს, რაც მან "ტვიტერზე" ირანის ინდუსტრიის, ვაჭრობის და წიაღისეულის სამინისტროში კორუფციის შესახებ დაწერა.

დაკავებული ჟურნალისტების რაოდენობით, ირანი მსოფლიოს ქვეყნების ათეულშია. ორგანიზაციის "რეპორტიორები საზღვრებს გარეშე" მონაცემებით ის მსოფლიოს 180 ქვეყანას შორის პრესის თავისუფლების კუთხით 170-ე ადგილზეა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG