ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირანში ინტერნეტი დაბლოკეს


ირანში, ანტისამთავრობო აქციების აღკვეთის მიზნით, ინტერნეტი დაბლოკეს. დაბლოკვა ერთ კვირაზე მეტია გრძელდება, თუმცა ნელ-ნელა უკვე გამოჩნდა ადგილები სადაც ინტერენტის მოხმარება შესაძლებელი გხდება. მთავრობის წარმომადგენლებმა თქვეს, რომ ინტერნეტზე წვდომა ზოგიერთ რეგიონში აღადგინეს.

კიბერუსაფრთხოების სფეროს წამორმადგენლებმა ირანში განაცხადეს, რომ გადაწყვეტილება ინტერეტზე წვდომის გაზრდის შესახებ სახელმწიფო პირებმა მიიღეს.

"იმედი გვაქვს, რომ მდგომარეობა მალე გაუმჯობესდება, ეს არასასურველი სიტუაცია დასრულდება და მალე ყველას, ისევ ექნება ინტერნეტზე წვდომა"- განაცხადა ადოლჰასან ფიროუზაბადიმ, ირანის კიბერუსაფრთხოების აღმასრულებელი საბჭოს მდივანმა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG