რატომ იწვევს დავას საქართველოს ირანთან სავაჭრო ურთიერთობების გააქტიურება? ვაშინგტონში დაფუძნებულ ზოგიერთ ექსპერტს მიაჩნია, რომ ამერიკას ამაში გარკვეული წვლილი მიუძღვის, რადგან ვაშინგტონი ირანთან დაკავშირებით პარტნიორებთან შერეულ გზავნილებს ავრცელებს.