ირანის სასამართლომ ცნობილ მილიარდერ ბაბაკ ზანჯანის და კიდევ ორ ადამიანს სიკვდილის დასჯის განაჩენი გამოუტანა. მათ ნავთობით ვაჭრობის საქმეში კორუფციულ გარიგებაში მონაწილეობა დაუმტკიცდათ.
ზანჯანი ირანში ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანია. მისი ქონება დაახლოებით 14 მილიარდ დოლარად არის შეფასებული. ბრალის მიხედვით სახელმწიფოს სახელით მიმდინარე მოლაპარაკებებზე მან 2 მილიარდი დოლარი უკანონოდ მიითვისა. ის 2013 წელს სახელმწიფოს სათავეში ახალი პრეზიდენტის მოსვლისთანავე დააპატიმრეს. სამივე სიკვდილმისჯილს ვერდიქტის გასაჩივრების უფლება აქვს.