ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

განსხვავება ირანის 2009 და 2018 წლის გამოსვლებს შორის 48 მილიონ სმართფონშია


2009 წელს, ირანელების ქუჩებში გამოსვლამ და მათ მიერ პროტესტის ორგანიზებისთვის და ინფორმაციის გასავრცელებლად “ტვიტერის” და “ფეისბუქის” გამოყენებამ მსოფლიო გააკვირვა.

ტაქტიკას, რომელიც გამომსვლელებს დაეხმარა ზოგჯერ “ტვიტერის რევოლუციას” უწოდებენ.

ციფრული ტექნოლოგია ამჯერადაც დიდ თამაშობს როლს ირანში მიმდინარე საპროტესტო გამოსვლებში.

თუმცა 9 წლიან ინტერვალში კომუნიკაციის საშუალებების მიმართულებით, ბევრი რამ შეიცვალა. 2009 წლის საპროტესტო გამოსვლებთან შედარებით, დღეს:

სმართფონებმა ინტერნეტს უფრო მეტი ირანელი დააკავშირა

2009 წელს, მსოფლიო ბანკის მონაცემებით, ირანელთა მხოლოდ 15 პროცენტზე ნაკლებს ჰქონდა ინტერნეტზე წვდომა. მიუხედავად იმისა, რომ ისინი იყენებდნენ ტვიტერს ინფორმაციის გასავრცელებლად, გაურკვეველია, თუ რა გავლენა იქონია მან პოლიტიკური პროცესის ორგანიზებაზე. 2009 წელს ინტერნეტზე დიდი როლი პირადმა კომუნიკაციამ და მოკლე ტექსტურმა შეტყობინებებმა ითამაშა (ამ დროისთვის ირანელების მხოლოდ 30%-ს ჰქონდა მობილური ტელეფონი).

დღეს ირანში მობილური კავშირგაბმულობის გავრცელების შედეგად ირანელების ნახევარს, დაახლოებით 48 მილიონ ადამიანს მიუწვდება ხელი სმართფონზე, ირანელების 50%-ზე მეტი კი ონლაინაა.

მესიჯების გაცვლის ახალი გზები

2009 წელს, ირანის პროტესტის მიმდინარეობისას, ობამას ადმინისტრაციამ ტვიტერს სთხოვამიეცა ირანელებისთვის პლატფორმის გამოყენების საშუალება და გადაედო აპლიკაციის განახლება, რაც ბევრი ირანელისთვის სერვისის გათიშვას გამოიწვევდა.

დღეს კი ირანის მოქალაქეებს აქვთ რამდენიმე გზა იმისთვის, რომ მიიღონ და გააგზავნონ მესიჯები სმართფონების მეშვეობით.ამ ახალი აპლიკაციებიდან ყველაზე პოპულარული ირანში “Telegram”-ია - მესიჯების გაცვლის პროგრამა, რომელიც ორმხრივი დაშიფვრის მეშვეობით მომხმარებელს ფარული მიმოწერის არხების გამოყენების საშუალებას აძლევს. ტელეგრამის მეშვეობით ირანელები ჯგუფებში ახალ ამბებს და მოვლენებს განიხილავენ.

ტელეგრამზე 100,000 ირანულ ჯგუფზე მეტია შემქნილი.“ინსტაგრამი” მეორე ყველაზე პოპულარული აპლიკაციაა. “ტელეგრამის ჯგუფებს ხშირად იყენებენ პროტესტის ორგანიზებისთვის და პოლიტიკური აზრის გაცვლისთვის”, - ამბობს ევა გალპერინი, ელექტორული საზღვრების ფონდის კიბერ-უსაფრთხოების მიმართულების დირექტორი.

გამოსვლების გაგრძელებასთან ერთად, ირანის მთავრობამ “ტელეგრამი” და “ინსტაგრამი” გათიშა. თუმცა ირანელებს ხელი სხვა აპლიკაციებზეც მიუწვდებათ, რომლითაც შეტყობინებების და ინფორმაციის გაცვლა შეუძლიათ.

“ირანის რეჟიმმა ისეთი აპლიკაციები დაბლოკა როგორიცაა “ტელეგრამი”, მაგრამ 2009 წლისგან განსხვავებით, დღეს მთელი ქვეყანა დაკავშირებულია და სია იმ მესიჯების გავცლის პროგრამებისა, რომელიც მათ შეუძლიათ გამოიყენონ, გრძელია”, - ამბობს ჯარედ კოენი, საგარეო უთიერთობების საბჭოს უფროსი მკლევარი.

და სწორედ ამიტომ, ტელეგრამმა სამშაბათს ტვიტერზე განცხადება გამოაქვეყნა, და მომხმარებლებს მოუწოდა “Whatsapp”-ს მიმართონ, რომელიც ირანში ჯერ ისევ ხელმისაწვდომია.

ცენზურის შემოვლითი გზა

2009 წლის მწვანე მოძრაობის შემდეგ, უფრო მეტ ირანელს მიუწვდება ხელი ცენზურისგან თავისუფალ ტექნოლოგიაზე, როგორიცაა VPN და პროქსი სერვერები, რომლებიც მთავრობის კონტროლს მიღმა არიან.

“ირანის ინტერნეტ მომხმარებლები შემოვლით გზებს პოულობენ იმისთვის, რომ დაბლოკილ ინტერნეტ რესურსებს მიწვდნენ. [ირანში] ყოველდღიურობად იქცა ინტერნეტ ფილტრებიდან თავის დაღწევა მობილურის და კომპიუტერის მომხმარებლისთვის”, - ამბობს ალპ ტოკერი, ციფრული უფლებების ჯგუფის “ნეტბლოქსის” დამფუძნებელი.

მობილური ტექნოლოგიები ირანელებისთვის საფრთხესაც შეიცავს

კომუნიკაციის მეტი ტექონოლოგიის ხელმისაწვოდომობამ უფრო მეტი რეგულაცია და შეზღუდვები მოიტანა. ინტერნეტი ახლა უფრო რეგულირებულია ვიდრე 2009 წელს იყო, - ამბობს ტოკერი. მობილური მოწყობილობები უფრო კონტროლირდება ვიდრე კომპიუტერები, რაც უფრო რთულს ხდის ირანის ინტერნეტ ფილტრებისგან თავის დაძრომას.

ბევრი ირანელი ასევე დაძველებულ “iPhone”-ს იყენებს და არ მიყვება პროგრამულ განახლებას, რაც აადვილებს სახელმწიფო მხრიდან დაზვერვას და ჰაკერულ აქტივობას.

2009 წლიდან მოყოლებული, ირანის მთავრობა საკუთარი ინტერნეტის შექმნას ცდილობს და აკონტროლებს ონლაინ მასალას.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG