ირანელები პარასკევს ქვეყნის ახალ პრეზიდენტს ირჩევენ, მაგრამ პანდემიის ფონზე ამომრჩევლების ნაწილი გულგრილად არის განწყობილი.
მოქმედმა პრეზიდენტმა, ჰასან როჰანიმ თანამდებობა მაქსიმუმ ორი ვადით დაიკავა. კენჭისყრის დაწყებამდე, საარჩევნო მარათონი მრავალმა კანდიდატმა დატოვა, ან მათ დისკვალიფიკაცია მიანიჭეს.
არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, ოთხაშაბათს საკუთარი კანდიდატურა ორმა ძლიერმა კანდიდატმა ებრაჰიმ რაისის, ირანის სასამართლოს ხელმძღვანელის სასარგებლოდ მოხსნა. რაისი საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭს იყრის.
პოლიტოლოგების მოსაზრებით, სავარაუდოდ, არჩევნებში სწორედ რაისი გაიმარჯვებს. 60 წლის კანდიდატს, ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის მხარდაჭერა აქვს.
„წარსულში, ადამიანის უფლებების დარღვევებში რაისის მონაწილეობა, დასავლეთისთვის პრობლემატურ პრეზიდენტად აქცევს“ - ამბობს ბენამ ბენ ტალებუ, ვაშინგტონში ბაზირებული „დემოკრატიების დაცვის ფონდის“ ანალიტიკოსი.
„ის განსაკუთრებით ცნობილია საკუთარი ამაზრზენი საქმიანობით, რასაც 1980-იან წლებში თავად „სიკვდილის კომისიას“ ეძახდა. „სიკვდილის კომისიამ“ აიათოლა ხომეინისგან მიღებული ბრძანებით, 5 000-ზე მეტი პოლიტპატიმარი მოკლა“ - აცხადებს ტალებუ.
ხამენეი მოუწოდებს ქვეყნის 59 მილიონ ამომრჩეველს, მონაწილეობა მიიღონ კენჭისყრაში. ამასთან, მათ ირანელი ამომრჩეველი უცხოური შეთქმულების შესახებ გააფრთხილა. არჩევნებში მონაწილე თითოეული კანდიდატი კონსტიტუციის დაცვის საბჭომ დაამტკიცა.
Facebook Forum