კვლევითი ორგანიზაცია Ipsos-ის მიერ, ტელეკომპანია „მთავარის“ დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლის 17:00 საათის შედეგები მიხედვით, თვითმმართველობის არჩევნებში პარტიებს შორის ხმები ასე გადანაწილდა:
„ქართული ოცნება“ – 38, 6 %, „ნაციონალური მოძრაობა“ – 33 %, გიორგი გახარიას პარტია - „საქართველოსთვის“ – 7,6 %, „გირჩი - მეტი თავისუფლებისთვის“ - 4,8 %, „ლელო“ – 4 %, ხალხისთვის - 2%, გირჩი - 1,6%, მოქალაქეები - 1,1%, „ევროპული საქართველო“ – 1 %, ლეიბორისტული პარტია - 1,0%პატრიოტთა ალიანსი - 0,9% მესამე ძალა - 0,8%
თბილისში მერის არჩევნებში კი ამავე ორგანიზაციის მიერ ჩატარებული ეგზიტპოლების შედეგების მიხედვით, 50 %-იანი მხარდაჭერა ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მოიპოვა. სავარაუდოდ დაინიშნება მეორე ტური.
ამ გამოკითხვის თანახმად, ხმები ორ წამყვან კანდიდატს შორის ასე განაწილდა: „ქართული ოცნება“, კახა კახალაძე - 40,2 %, „ნაციონალური მოძრაობა“ და ოპოზიციის ნაწილი, ნიკა მელია - 40,8 %
ეს მონაცემები 17:00 საათის შედეგებს ასახავს. გამოიკითხა 2 ათასზე მეტი ადამიანი.
Facebook Forum