ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ეფლის "აიპედი" მსოფლიო ბაზარზე გავიდა


ეფლის "აიპედი" მსოფლიო ბაზარზე გავიდა
ეფლის "აიპედი" მსოფლიო ბაზარზე გავიდა

კომპანია ეფლის ახალი ნაწარმის მის გლობალურ ბაზარზე გასვლას მთელი მსოფლიო მოუთმენლად ელოდა. აიპედის ინვენტარი ლონდონსა და ტოკიოში გამოსვლისთანავე გაიყიდა.

ტექნოფილები ევროპასა და აზიაში გასულ პარასკევს ეფლის მაღაზიებს მიაწყდნენ ტექნოლოგიურ ბაზარზე ამჟამად ყველაზე სასურველი ნივთის „აი-პედის“ (iPad) საყიდლად. კომპანია ეფლმა ერთი თვის განმავლობაში ამერიკის ბაზარზე უკვე მილიონზე მეტი აიფედი გაყიდა, ამან კი კომპანიის საერთაშორისო დებიუტი დააყოვნა.

ეფლის აიპედის ფანების გრძელი რიგები ადვილი შესამჩნევი იყო მსოფლიოს ბევრ დიდ ქალაქში, ლონდონიდან დაწყებული ტოკიოს ქუჩებით დამთავრებული. ლონდონის ცენტრში მდებარე ერთ მღაზიაში ეფლის თანამშრომლები აიპედის გაშვებამდე დარჩენილ წამებს ითვლიდნენ.

ესექსის უნივერსიტეტის ერთ-ერთი სტუდენტი ამბობს, რომ ამ დღეს ის დიდი ხანია ელოდა. მისი თმით, „ლოდინი დასრულდა და ამით ძალიან ბედნიერი ვარ.“

ეფლმა აიპედი ამერიკაში აპრილში გაუშვა გაყიდვაში. მაგრამ როგორც ამერიკაში დაფუძნებულმა კომპანიამ, გადაწყვიტა ჯერ შეერთებულ შტატებში არსებული მოთხოვნა დაეკმაყოფილებინა და საერთაშორიო ბაზარზე მოგვიანებით გასულიყო.

მიუხედავად ხანგრძლივი ლოდინისა, ევროპელი მომხმარებელი სიხარულით შეეგება აიპედს. ერთ-ერთი მათგანი კენტა ასატა ამბობს: „არაფრის თქმა შემიძლია, ძლიან ბედნიერი ვარ, ეს ჩემს ცხოვრებაში ყველაზე ბედნიერი დღეა.“

აიპედი ეფლის ყველასთვის კარგად ცნობილი აი-ფოუნის ზომით შედარებით დიდი ვარიანტია. მისი გამოყენებით შესაძლებელია ელექტრონული ფოსტით სარგებლობა, ფილმების ყურება და ვიდეო თამაშების თამაში. აიპედს ასევე შეეძლება დაეხმაროს ბეჭდვით პრესას, რადგანაც მასზე სხვადასხვა გამოცემის კითხვაც შესაძლებელი იქნება.

რომში, სადაც აიპედის რიგში მდგარ ხალხს ესპრესოს სთავაზობდნენ და ჯამბაზები ართობდნენ ერთ-ერთმა მომხმარებელმა აღნიშნა, რომ ეფლის ამ ახალი პროდუქტის შეძენით, ის მრავალმხრივი დანიშნულების კომპიუტერს ყიდულობს.

აიპედის ფანებს მსგავსი რეაქცია ჰქონდათ ეფლის მაღაზიებთან ჰონგ კონგიდან ფრანკფურტამდე. მყიდველების ნაწილი დილის სამ საათზეც კი მივიდა მაღაზიებთან რიგის დასაკავებლად.

ბრიტანელმა კომიკოსმა სტივენ ფრიმ აიპედის ბაზარზე გამოსვლასთან დაკავშირებულ აჟიოტაჟს კულტურული მოვლენა უწოდა. მისი თქმით: „ხალხის ნაწილი ამ ყველაფერს უცნაურ მოვლენად აღიქვამს, მაგრამ მეორეს მხრივ, ის გამოჩენილი მუსიკოსის ალბომის გამოცემას ან ფილმის პრემიერას ჰგავს. ეს მოწყობილობა არა მხოლოდ ტექნოლოგიების მოყვარულებისთვისაა განკუთვნილი, არამედ ბევრისთვის კულტურული ღირებულებაც აქვს.“

მიუხედავად მძიმე ეკონომიკური სიტუაციისა, მყიდველები მაინც არ იშურებენ 600-დან 1000 დოლამარმდე თანხას ეფლის ასე ვთქვათ „კულტურასთან“ საზიარებლად.

ევროპაში ეფლის მაღაზიების ნაწილმა აიპედების ინვენტარი დაახლოებით სამ საათში გაყიდა.

XS
SM
MD
LG