მასაჩუსეტის ყოფილმა გუბერნატორმა მით რომნიმ აიოვაში რესპუბლიკელთა პარტიის მიერ გამართულ კოკუსში გაიმარჯვა. რომნიმ რესპუბლიკელ რიკ სანტორუმს 8 ხმით აჯობა.
საბოლოო შედეგის გამოცხადებამდე რომნიმ მადლობა გადაუხადა აიოველ ამომრჩეველს იმისათვის, რომ მას 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის საშუალება მიეცა.
რესპუბლიკელმა საპრეზიდენტო კანდიდატმა ასევე ხაზი გაუსვა საკუთარ გამოცდილებას ბიზნესის სფეროში და კვლავ გააკრიტიკა პრეზიდენტ ბარაკ ობამას ეკონომიკური კურსი .