ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირანთან მოლაპარაკებები გრძელდება


ფედერიკა მოგერინი
ფედერიკა მოგერინი

ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის მეთაური ფედერიკა მოგერინი აცხადებს, რომ ირანი და მსოფლიოს ლიდერი ქვეყნები ისტორიულ ბირთვულ მოლაპარაკებებს დათქმული ვადების ამოწურვის მიუხედავად მაინც გააგრძელებენ.

საბოლოო შეთანხმების მისაღწევად რამდენიმე დღეა საჭირო
ფედერიკა მოგერინი

“მოლაპარაკებები კიდევ რამდენიმე დღე გაგრძელდება. ეს არ ნიშნავს, რომ ვადებს გადავწევთ. საბოლოო შეთანხმების მისაღწევად რამდენიმე დღეა საჭირო,” უთხრა ჟურნალისტებს მოგერინიმ, რომლის თქმითაც, რამდენიმე რთული საკითხი ჯერ ისევ გადაუჭრელი რჩება.

მოლაპრაკებების ბოლო რაუნდი ავსტრიის დედაქალაქ ვენაში მიმდინარეობს და მასში მონაწილეობას ირანის, შეერთებული შტატების, ბრიტანეთის, ჩინეთის, საფრანგეთის, გერმანიის და რუსეთის წარმომადგენლები იღებენ.

მოლაპარაკებების წინსვლას ტვიტერზე გამოეხმაურა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი “ბოლო დღეებში ჩვენ მივაღწიეთ პროგრესს, მაგრამ ჯერაც არ ვართ საბოლოოდ შეთანხმებულნი რამდენიმე რთულ საკითხზე,” ვკითხულობთ მის ტვიტერზე.

თუ მხარეებმა შეთანხმება ხუთშაბათამდე მოახერხეს, ამერიკის კონგრესს მის შესასწავლად 30 დღე ექნება და შემდეგ კენჭს უყრის ირანის წინააღმდეგ დაწესებული ზოგიერთი სანქციის მოხსნის საკითხს. წინააღმდეგ შემთხვევაში, კონგრესს განხილვისთვის 30-ის ნაცვლად 60 დღე ექნება.

XS
SM
MD
LG