ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ინდიანაში პრაიმერი იმართება


საარჩევნო ოლქი ინდიანის შტატში, 3 მაისი, 2016
საარჩევნო ოლქი ინდიანის შტატში, 3 მაისი, 2016

დღეს, ინდიანის შტატში პრაიმერი იმართება, სადაც ერთმანეთს რესპუბლიკური და დემოიკრატიული პარტიების საპრეზიდენტო კანდიდატები შეეჯიბრებიან. ინდიანაში გამარჯვება რესპუბლიკური პარტიის ნომინაციისთვის დონალდ ტრამპის შანსებს გაზრდის. რესპუბლიკური პარტია საპრეზიდენტო არჩევნებისთვის კანდიდატს ივლისში, კლივლენდში დაასახელებს.

ენ-ბი-სი ნიუსის და უოლ სტრიტ ჯორნალის მიერ ჩატარებული უკანასკნელი გამოკითხვის თანახმად, ინდიანაში ტრამპი 15 პროცენტით ლიდერობს.

ინდიანაში ამომრჩევლებთან შეხვედრაზე ტრამპმა განაცხადა, რომ მზადაა შიდა პარტიული ბრძოლის ნაცვლად კამპანია საყოველთაო არჩევნებისთვის დაიწყოს.

XS
SM
MD
LG