ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვის რამდენი ხმა სჭირდება ინდიანის პრაიმერის შემდეგ?


რესპუბლიკელმა საპრეზიდენტო კანდიდატმა დონალდ ტრამპმა ინდიანის პრაიმერებში გუშინ მორიგი გამარჯვება მოიპოვა. მისი რესპუბლიკელი ოპონენტი ტედ კრუზი კი პრაიმერში დამარცხების შემდეგ რბოლას გამოეთიშა. ოჰაიოს გუბერნატორი ჯონ კეისიკი კამპანიას აგრძელებს. დემოკრატმა ბერნი სანდერსმა ინდიანაში ჰილარი კლინტონი დაამარცხა.

დონალდ ტრამპს ინდიანაში გამარჯვების შემდეგ 1047 დელეგატის ხმა აქვს. ჯონ კეისიკს 171 ხმა აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ მათემატიკურად შეუძლებელია ივლისში რესპუბლიკური პარტიის ყრილობამდე მან 1237 ხმა დააგროვოს და პარტიის ნომინაცია მოიპოვოს. რესპუბლიკური პარტიის პრაიმერები ყრილობამდე კიდევ 9 შტატში გაიმართება, რაც მოსაგებად ჯამში 444 დელეგატის ხმას ტოვებს.

დემოკრატებისთვის 1163 დელეგატის ხმაა დარჩენილი. ნომინაციის მისაღებად, რესპუბლიკელებისგან განსხვავებით, დემოკრატ კანდიდატებს 25 ივლისს დანიშნულ პარტიის ყრილობამდე 2383 დელეგატის ხმა სჭირდებათ.

ჰილარი კლინტონს 2202 ხმა უკვე აქვს. ვერმონტის სენატორ ბერნი სანდერსს 1400 დელეგატის ხმა აქვს.

XS
SM
MD
LG