შაბათს ინდოეთის დედაქალაქში აქცია ჩატარდა, რომელზეც სტუდენტი გოგონას ჯგუფური გაუპატიურება გააპროტესტეს.
ათასობით მომიტინგემ შეძახილებით "მოვითხოვთ სამართალს" დელის ქუჩებში გაიარა. პოლიცია შეეცადა აქციის მონაწილეები დაეშალა და მათ წინააღმდეგ წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. დემონსტრანტები მოძალადე ექვსი მამაკაცის სიკვდილით დასჯას მოითხოვდნენ.
ახალგაზრდა გოგონას და მის მეგობარ მამაკაცს მოძალადეთა ჯგუფი გასულ კვირას დელიში დაესხა თავს. ექვსმა მამაკაცმა გოგონა გააუპატიურა და ის და მისი მეგობარი რკინის ხელკეტებით უმოწყალოდ სცემა. შემდეგ მოძალადეებმა ორივე გააშიშვლეს და ქუჩაში დააგდეს. გოგონა მძიმე ჭრილობებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.