ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დაძაბულობა ინდოეთს და ჩინეთს შორის


აზიის ორ გიგანტს შორის არსებული ტერიტორიული უთანხმოება ერთგვარ საპასპორტო ომში გადაიზარდა

ინდოეთმა ჩინელების ვიზაში ჩარტყმულ ბეჭედში ინდოეთის რუკა დააფიქსირა, რაც ჩინეთის ანალოგიურ ქმედებაზე საპასუხო რეაქცია გახლდათ. ახალ ჩინურ სავიზო ბეჭედში ორი პროვინცია, რომელსაც ინდოეთი საკუთარ ტერიტორიად მიიჩნევს, ჩინეთის საზღვრებშია მოქცეული.

აზიის ორ გიგანტს შორის უთანხმოება ოფიციალურ ხასიათს არ ატარებს. ჯერჯერობით უცნობია, ტერიტორიული დავის გამო გადადგამს თუ არა ინდოეთი ნაბიჯს სიტუაციის შემდგომი გამწვავებისკენ. ოფიციალური საჩივრით ჩინური პასპორტების შესახებ ჯერჯერობით მხოლოდ ფილიპინები და ვიეტნამი გამოვიდნენ.
XS
SM
MD
LG