ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ევროკავშირმა ჯანმოს რეფორმირების პროექტი შექმნა


ევროკავშირს სურს ჯანმო უფრო გამჭირვალე გახდეს იმასთან დაკავშირებით, თუ წევრი სახელმწიფოები ჯანდაცვის კრიზისების საწყის სტადიებზე როგორ იტყობინებიან - ნათქვამია გაეროს სააგენტოს რეფორმის შეთავაზებულ პროექტში, რომელიც ჩინეთის მიერ "კოვიდ-19" პანდემიის თავდაპირველი მართვის კრიტიკას მოჰყვა.

დოკუმენტის პროექტი გერმანიის მთავრობამ, სხვა წევრ სახელმწიფოებთან მსჯელობის შემდეგ შეადგინა. ეს უახლესი დოკუმენტია, რომელშიც ხაზგასმულია ევროკავშირის გეგმები, გამოსწორდეს ჯანმოს ნაკლოვანებები, რაც შეეხება დაფინანსებას, მართვას და იურიდიულ უფლებებს.

სააგენტო “როიტერის” მიერ მოპოვებული დოკუმენტი 19 ოქტომბრითაა დათარიღებული და ჯანმოს დაჟინებით მოუწოდებს მიიღოს ზომები, რომელიც ჯანდაცვის საერთაშორისო რეგულაციებთან “ეროვნული [რეგულაციების] თანხვედრის გამჭვირვალობას” გაზრდის. ეს ჯანმოს წევრ სახელმწიფოებს ჯანდაცვის საგანგებო ვითარების შესახებ ინფორმაციის სწრაფად გაზიარებას მოსთხოვს.

შეერთებულმა შტატებმა ჯანმოს, პანდემიის პირველი ფაზის დროს ჩინეთთან ზედმეტად ახლოს ყოფნაში დასდო ბრალი, როდესაც პეკინი ქალაქ ვუჰანში გაჩენილ ახალ კორონავირუსზე კრიტიკული ინფორმაციის გაზიარებას არ ჩქარობდა.

ჯანმომ ბრალდებები არაერთხელ უარყო. ევროკავშირის წინადადებაზე კომენტარის გაკეთების თხოვნაზე კი "როიტერისთვის" პასუხი არ გაუცია.

გერმანიის მთავრობამ დოკუმენტის შინაარსზე კომენტარის გაკეთებაზე უარი იმ მიზეზით თქვა, რომ მას ჯერ კიდევ პროექტის სახე აქვს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG