ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბელარუსი ოპოზიციონერი ციხეში გარდაიცვალა


ვადზიმ ხრასკო, ბელარუსი ოპოზიციონერი.
ვადზიმ ხრასკო, ბელარუსი ოპოზიციონერი.

ბელარუსის ციხეში ოპოზიციონერი ვადზიმ ხრასკო გარდაიცვალა, რომელიც იქ სამწლიან სასჯელს იხდიდა. ინფორმაციას ბელარუსის უფლებადამცველი ორგანიზაცია "ვიასნა" ავრცელებს.

განაჩენი ხრასკოს გასულ წელს, 2023 წლის აგვისტოში გამოუტანეს, ოპოზიციური პარტიების დაფინანსების პროგრამებში შემოწირულობის შეტანის გამო. "ვიასნას" ინფორმაციით, ის 50 წლის ასაკში, გასულ კვირას გარდაიცვალა.

გარდაცვალების მიზეზად პნევმონია სახელდება. "ვიასნას" ცნობით, 2020 წლის აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით დაპატიმრებულთა შორის, ხრასკო მეოთხე ადამიანია, რომელიც ბელარუსის ციხეში გარდაიცვალა.

2020 წლის, არჩევნებში ოფიციალურად ქვეყნის ავტორიტარმა მმართველმა, პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ გაიმარჯვა, რასაც ქვეყანაშში უპრეცედენტო მასშტაბის გამოსვლები და არეულობა მოჰყვა. ბელარუსის მოსახლეობა არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევს და თვლის, რომ 2020-ში გამარჯვებული ოპოზიცია იყო.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG