ხვალ პრეზიდენტი ობამა ნევადას შტატში ქალაქ ლას ვეგასს ეწვევა, სადაც საიმიგრაციო რეფორმისთვის სახალხო მხარდაჭერის მოპოვებას ეცდება. ნევადა იმ შტატებს შორისაა, სადაც ესპანურენოვანი მოსახლეობა ჭარბობს. შესაბამისად გასულ წელს პრეზიდენტმა ობამამ არჩევნებში მათი მხარდაჭერა მიიღო. წინა კვირას საინაგურაციო სიტყვაში პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გაიმეორა თავისი დაპირება საიმიგრაციო რეფორმის განხორციელების შესახებ.
„ჩვენი გზა ჯერ არ სრულდება, ვიდრე არ ვიპოვით უკეთეს გზას იმ ემიგრანტებისთვის, რომლებიც ამერიკას შესაძლებლობების ქვეყნად თვლიან, ვიდრე თქვენ სტუდენტებს არ მივცემთ მომავალს და თქვენი ინჟინრები ჩვენს სამუშაო ძალად არ ჩაითვლებიან,“ - განაცხადა პრეზიდეტმა ობამამ.
ამერიკელი კანონმდებლები ორპარტიული კანონპროექტის შექმნაზე მუშაობენ, რომელიც მილიონობით უცხოელს ლეგალიზაციის საშუალებას მისცემს, ასევე საზღვრის უსაფრთხოებას შეუწყობს ხელს.
„ჩვენ ვეღარ დავტოვებთ ჩრდილში 11 მილიონ ადამიანს, რომლებსაც არალეგალური ემიგრანტის სტატუსი აქვთ. ჩვენ არ შეგვიძლია მუდმივად გვყავდეს ბავშვები ვინც აქ დაიბადა, ვინც აქ ჩამოიყვანეს მშობლებმა და ამჟამადაც არალეგალური სტატუსი აქვთ. ამიტომ ვფიქრობ რომ ამის გამოსწორების დრო დადგა,“ - განაცხადა სენატორმა მაკეინმა.
საიმიგრაციო რეფორმის გარდა, სენატში ობამას ადმინისტრაცის წევრობის ახალ კანდიდატურებზეც იმსჯელებენ. როგორც მოსალოდნელია წინააღდმეგობა არ შეხვდება ჯონ კერის, რომელიც სახელმწიფო მდივნის პოსტზეა წარდგენილი. ის ამ თანამდებობაზე ჰილარი კლინტონს შეცვლის.
გაცილებით წინააღმდეგობრივი ფიგურაა ყოფილი რესპუბლიკელი სენატორი ჩაკ ჰეგელი, რომელიც პრეზიდენტმა თავდაცვის მდივნის პოსტზე წარადგინა.
მისი ნომინაცია ისრაელთან დამოკიდებულების გამო რესპუბლიკელმა სენატორებმა გააკრიტიკეს.
„ეს არის პრეზიდენტის მხრიდან ძალიან პროვოკაციული ნომინაცია, ჩვენთვის, ვინც ისრაელს მხარს ვუჭერთ,“ - განაცხადა სენატორმა ლინდსი გრამმა.
გასულ კვირას სენატმა ხმა მისცა დებატების შეზღუდვას, რაც კანონმდებლების აზრით მათ მუშობას უფრო ნაყოფიერს გახდის.