ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჰანტერ ბაიდენმა ფედერალური გადასახადების საქმეზე თავი დამნაშავედ ცნო


ცენტრში - ჰანტერ ბაიდენი, პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ვაჟი
ცენტრში - ჰანტერ ბაიდენი, პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ვაჟი

5 სექტემბერს, პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ვაჟმა ჰანტერმა, გადასახადებთან დაკავშირებულ ფედერალურ ბრალდებაში თავი დამნაშავედ ცნო, რათა სულ ერთი თვის წინ, იარაღის საქმეზე მსჯავრდების შემდეგ, ოჯახი კიდევ ერთი მტკივნეული და სამარცხვინო კრიმინალური სასამართლო გარჩევის წინაშე არ დაეყენებინა.

ჰანტერ ბაიდენმა გადაწყვიტა პროკურორებთან შეთანხმების პრივილეგიაზე უარის თქმით, თავი დამნაშავედ ეცნო ნაკლებად მძიმე და ასევე სისხლის სამართლის ბრალდებებზე. ჰანტერ ბაიდენმა ეს გადაწყვეტილება მიიღო რამდენიმე საათში მას შემდეგ, რაც ნაფიც მსაჯულთა შერჩევის პროცესი უნდა დაწყებულიყო საქმეზე, რომელშიც მას ბრალი სულ ცოტა, 1.4 მილიონი დოლარის ოდენობის გადასახადების თავიდან არიდებაზე ედება.

ივნისში, იარაღის თაობაზე კრიმინალური მსჯავრდების შემდეგ, პრეზიდენტის ვაჟს პოტენციური თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. სასამართლო პროცესზე გამოაშკარავდა შეულამაზებელი და უღირსი დეტალები ნარკოტიკ კოკაინზე მისი დამოკიდებულების შესახებ. მოსალოდნელი იყო, რომ გადასახადებთან დაკავშირებული სასამართლო პროცესი პოტენციურად კიდევ უფრო საზარელ დეტალებს და ასევე ჰანტერ ბაიდენის უცხოეთში წარმართული ბიზნეს გარიგებების დეტალებს წარმოაჩენდა. ეს დეტალები ოპონენტმა რესპუბლიკელებმა გამოიყენეს, რათა დემოკრატი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მთელი ოჯახი დაეხასიათებინათ, როგორც კორუმპირებული.

57 წლის ჰანტერ ბაიდენმა მოსამართლის მიერ წაკითხულ 9 ბრალდებაზე სწრაფად გასცა პასუხი: „დამნაშავე ვარ“. ბრალი 17 წლამდე პატიმრობას ივალისწინებს, მაგრამ სასჯელის შეფარდების ფედერალური ინსტრუქციებით, შესაძლოა ბევრად ხანმოკლე პატიმრობა მიესაჯოს. მას 1.35 მილიონ დოლარამდე ჯარიმებიც ემუქრება.

სასჯელის შეფარდება 16 დეკემბრისთვის არის ჩანიშნული.

დელავერის საქმეზე სასჯელის შეფარდება კი 13 ნოემბერს მოხდება, არჩევნებიდან ერთ კვირაში. ის ბრალდებები 25 წლამდე ციხეს ითვალისწინებს, მაგრამ ვარაუდობენ, რომ ჰანტერ ბაიდენი ბევრად ნაკლებს მიიღებს, ან ციხეს მთლიანად აიცილებს თავიდან.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG