ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჰუმანიტარული ჯგუფები ციკლონით დაზარალებულების დახმარებას ცდილობენ


გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამის ხელმძღვანელი დევიდ ბისლი ციკლონისგან განადგურებულ მოზამბიკს სტუმრობს. ციკლონი თავს სამხრეთ-აღმოსავლეთ აფრიკას დაატყდა და მოზამბიკის, მალავის და ზიმბაბვეს ტერიტორია მოიცვა.

გაეროს წარმომადგენლის თქმით, ორგანიზაცია 282 მილიონი დოლარის მობილიზებას შეეცდება, რათა ციკლონით „იდაი“ დაზარალებულ ათასობით ადამიანს დაეხმაროს. ციკლონის ძლიერმა ქარებმა და წვივამ მოზამბიკში, მალავისა და ზიმბაბვეში, სულ მცირე 750 ადამიანი იმსხვერპლა. ხოლო ათასობით უსახლკაროდ დატოვა. ციკლონ „იდაის“გადაადგილების სისწრაფე საათში170 კმ იყო და ათწლეულების განმავლობაში, ის ერთ-ერთი ყველაზე გამანადგურებელი ციკლონი აღმოჩნდა სამხრეთ აფრიკისთვის.

ციკლონმა ჯერ მოზამბიკის საპორტო ქალაქ ბეირას დაარტყა, შემდეგ მეზობელი ზიმბაბვე და მალავი დააზიანა. ყველაზე დიდი ზიანი ციკლონმა მოზამბიკს მიაყენა.

გაეროს ჰუმანიტარულ საკითხთა და გადაუდებელი დახმარების მიმართულებით გენერალური მდივნის მოადგილე, მარკ ლოუკოკი ამბობს, რომ მალავისა და ზიმბაბვესგან მოთხოვნას მალე მიიღებენ.

30 მილიონი დოლარის მობილიზება დაიწყო წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო ფედერაციამ, რათა მოზამბიკში ციკლონს გადარჩენილ 200,000 ადამიანს საციცოცხლო დახმარება აღმოუჩინონ. ხოლო ამერიკის თავდაცვის დეპარტამენტმა განაცხადა, რომ ის 6.5 მილიონი დოლარის ოდენობის გადაუდებელ ჰუმანიტარულ დახმარებას გაუწევს მოზამბიკს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG