ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვენაში ხელი მოეწერა ადამიანებით უკანონო ვაჭრობის აღკვეთის ხელშეკრულებას


მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ და გაერთიანებული ერების ოფისმა, ვენაში შეთანხმებას ხელი მოაწერეს, რომელიც ქვეყნების საზღვრების უკეთ დაცვის მექანიზმის შემუშავებასა და ადამიანებით ვაჭრობის უკანონო ფაქტების აღკვეთას ითვალისწინებს. ლორენს ჰარტი, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელია:

“შეგვიძლია რამოდენიმე წყაროს მოშველიება, თუმცა ინფორმაციის იდენტურობაზე პასუხს ვერ ვაგებთ. ამბობენ რომ 12-დან 27 -მილიონამდე ადამიანი ტრეფიკინგის მსხვერპლია. ეს საგანგაშო მაჩვენებლია, რაც იმაზე მიუთითებს რომ მსოფლიოს მასშტაბით არ არსებობს ისეთი მექანიზმი, რომელიც ამ პრობლემის დაძლევაში მოგვეხმარება.”

მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია დაახლოებით 32 მილიარდი ადამიანებით ვაჭრობის ფაქტს ითვლის. თავდაპირველად ტრეფიკინგის მიზანს ქალებით ვაჭრობა და მათი პროსტიტუციით დაკავება წარმოადგნედა. ახლა ტრეფიკინგმა მიმართულება შეცვალა და უფრო ფართო ხასიათი მიიღო, რომლის მსხვერპლს არა მარტო ქალები, არამედ უკვე მამაკაცებიც წარმოადგენენ. მაგალითისათვის, ტრეფიკინგით წაყვანილი მამაკაცები, აფრიკაში იძულებით მეთევზეობას ეწევიან.

ზოგადი სურათის თანახმად, ქალი, კაცი თუ ბავშვი, საარსებო პირობების გაუმჯობესების მიზნით ტრეფიკინგის მონაწილე ზოგჯერ თვითნებურად ხდება.

“ხშირად, ადამიანს, რომელსაც სხვისი დასაქმების საშუალება აქვს, სამუშაო ადგილის გამონახვისთვის თანხას შუამავლის საშუალებით იღებს. სწორედ ეს შუამავალი პოულობს დასაქმების მსურველთათვის სამსახურს, რაშიც სანაცვლოდ გარკვეულ თანხას ითხოვს, და რადგან სამუშაოს მაძიებელს ხშირ შემთხვევაში სათანადო ფული არ აქვს, გადასახდელი თანხა ვალად ეწერება, რომელიც დღითიდღე მატულობს და მას უკან ვერსდროს აბრუნებს,-” ამბობს ბატონი ჰარტი.

ახალი შეთანხმების თანახმად, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ და გაეროს ოფისმა, ერთობლივი მუშაობის შედეგად აფრიკაში, კოლუმბიასა და სამხრეთ აფრიკაში უკვე რამდენიმე პროექტი განახორციელეს:

“ძირითად ჩვენი თანამშრობლობა შესაძლებლობათა განვითარებას ისახავდა მიზნად, კერძო თუ როგორ გავაძლიეროთ არსებული მექანიზმები, თავშესაფრები და ტრენინგები ისეთ საკითხებზე როგორიცაა სასამართლოსა და სამართალდამცავების მნიშვნელობა, სამოქალაქო საზოგადოება, რომლიც ტრეფიკინგთან ბრძოლით არი დაკავებული…”

მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია ტრეფიკინგით დაზარალებულებს სხვადასხვა სახის დახმარებას სთავაზობს, იმისათვის რომ მათ სახლში დაბრუნება გაუადვილოს.

ახალი შეთანხმება პრობლემის გადაჭრას, ადგილობრივ, რეგიონალურ და საერთაშორისო საფეხურზეც მოიცავს. იგი სხვადასხვა ორგანიზაციებთან და არასამთავრობო სექტორთან, როგორიცაა გლობალური მიგრაციის ჯგუფი და ანტი-ტრეფიკინგის შიდა საკორდინაციო ჯგუფი, თანამშრობლობას გულისხმობს.

XS
SM
MD
LG