მსოფლიოს სხვადსხვა ქვეყნებიდან წარმოდგენილი ოცი ახალი ფილმის ჩვენება მიმდინარეობას ამ კვირას ნიუ იორკში, სადაც ადამიანის უფლებათა დაცვის ეგიდით რიგით ოცდამეოთხე ყოველწლიური ფილმების ფესტივალი ტარდება. ფესტივალი ლინკოლნის ცენტრის კინო საზოგადოების და აი-ეფ-სის ცენტრის თანამშრომლობით იმართება. წარმოდგენილი ფილმების დიდი ნაწილი ქალთა უფლებებს, ლგბტ საზოგადოებას, უნარშეზღუდულ ადამიანებს, ეკონომიკურ სამართლიანობას, პოლიტიკურ მკვლელობებს, წამებას და უკანონო პატიმრობას ეხება. ნიუ იორკიდან ამერიკის ხმის კორესპონდენტი კეროლინ ვივერი მოგვითხრობს.
ადამიანები რიგში დგანან, რომ ნახონ ფილმი სახელწოდებით „99% დაიკავე ვოლსტრიტი - ერთობლივი ფილმი“. ეს არის ფილმი იმ საპროტესტო მოძრაობაზე, რომელიც 2011 წელს ნიუ იორკის საფინანსო ცენტრში დაიწყო.
ეს ერთ-ერთი უჩვეულო ჟანრობრივი გადაწყვეტაა, რომელსაც ადამიანის უფლებათა დაცვის ეგიდით მიმდინარე ფილმების ფესტივალი გვთავაზობს. ამ ფილმის შექმნაში ყველას შეეძლო მონაწილეობის მიღება, ამბობს ერთ-ერთი რეჟისორი აარონ ეიტისი.
აარონ ეიტისი: მოვიფიქრეთ, უამრავი სხვადასხვა ადამიანის აზრების და იდეების ერთად შერწყმა მოგვეხდინა. ბევრი სუბიექტური აზრი მოგვესმინა იმისათვის, რომ უფრო ობიექტური სურათი მიგვეეღო.
ქალთა უფლებების დაცვა ტრადიციული პრაქტიკის წინააღმდეგ, როგორიცაა ბავშვის დაქორწინების ტრადიცია, ეს არის წელს წარმოდგენილი ფილმების უმეტესობის მთავარი თემა. ფილმში, რომელიც სენეგალში გადაიღეს და ჰქვია „გრძელი როგორც ბაობაბის ხე“ მოთხრობილია ამბავი იმის შესახებ, თუ როგორ ცდილობს პატარა გოგო საკუთარი 11 წლის და გათხოვების მიზნით გაყიდვას გადაარჩინოს.
საინტერესოა ფილმები სამხრეთ აზიიდან, ფილმი „ჩემი ავღანეთი: ცხოვრება აკრძალულ ზონაში“, სადაც გამოყენებულია ავღანეთის სოფლებში მცხოვრები ქალების და მამაკაცების მიერ მობილური ტელეფონით გადაღებული ვიდეოები, რომელიც მათ ძალადობრივ ცხოვრებას ასახავს.
აზიიდან წარმოდგენილია ფილმი სათაურით „ ბანაკი 14- ტოტალური კონტროლის ზონა“ . ეს არის ისტორია შინ დონგ-ჰიუკზე, რომელიც ჩრდილოეთ კორეის პატიმართა ბანაკში დაიბადა და გაიზარდა, სადაც სასტიკმა მოპყრობამ და შიმშილმა მშობლებს და ბავშვებს ერთმანეთის გაწირვისკენ უბიძგა. ფილმის რეჟისორი მარკ ვიზე ფილმის შექმნის დროს გამოჩენილი სიმამაცისთვის ფესტივალის პრიზით ნესტორ ალმედროსის პრიზით დაჯილდოვდა.
ფესტივალის დირექტორი ჯონ ბიაჯი ამბობს, რომ წლევანდელ ფესტივალზე მისი ფავორიტი ფილმი არის „საბედისწერო დახმარება“ რომელიც 2010 წელს კუნძულ ჰაიტიზე მომხდარი მიწისძვრის შემდეგ საერთაშორისო დახმარების წარუმატებლობის შესახებ მოგვითხრობს.
ჯონ ბიაჯი: ეს ძალიან ძლიერი ფილმია. იგი გადმოსცემს არასამთავრობო ორგანიზაციების და მსოფლიო თანამეგობრობიდან აკუმულირებული თანხების ისტორიას, რომელიც მსგავსი კატასტროფების დროს გროვდება, რეალურად კი არამიზნობრივად იხარჯება და ხშირად მოსახლეობის ინტერესებს აზარალებს.
თუმცა ყველა ფილმი ერთნაირად მძიმე შინაარსის არ არის. სერბული ფილმი „აღლუმი“ არის შავი კომედია ახალგაზრდების ჯგუფზე, რომლებსაც მარტში გეი აღლუმის ჩატარება სურდათ ბელგრადში, სადაც ხელისუფლებამ მსგავსი აღლუმის გამართვა აკრძალა. ფესტივალი 23 ივნისს დასრულდება.