ბოსნილემა მუსლიმებმა ბოსნია-ჰერცეგოვინას აღმოსავლეთში 21 თებერვალს ჩატარებულ არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადეს. ისინი მიიჩნევენ, რომ ხელისუფლებას არ მიუღია ზომები, რომლებიც ნოემბერში გამართული არჩევნების დროს გამოვლენილი დარღვევების განმეორების პრევენციას მოახდენდა.
ნოემბერშო გამართული არჩევნების შედეგებით, ეთნიკური სერბები დომინირებდნენ. თუმცა, ბოსნიის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დაასკვნა, რომ გამოვლენილმა დარღვევებმა კენჭისყრის შედეგების ლეგიტიმურობა შეარყია. დარღვევებს შორის იყო, მრავალჯერადი კენჭისყრა და ბიულეტენების წინასწარი მონიშვნა.
ბოსნიელი მუსლიმები ასევე აცხადებდნენ, რომ ოფიციალურმა პირებმა, ფოსტით ხმის მიცემა არჩევნების გასაყალბებად გამოიყენეს. ისინი ამბობდნენ, რომ ფოსტის საშუალებით მიცემული ხმები, ოფიციალურ პირებს საარჩევნო უბანზე არ მიჰქონდათ.
ბოსნიელ მუსლიმთა ბოიკოტის მიუხედავად, ბოსნიელ სერბთა პარტიის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მან სრებრენიცაში განმეორებით ადგილობრივ არჩევნებში გაიმარჯვა. ქალაქ დობოიში, თავი გამაჯვებულად მოქმედმა მერმა გამოაცხადა. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ორივე მათგანის მლადენ გრუიჩიჩისა და ბორის იერენიჩის გამარჯვება დაადასტურა.
Facebook Forum