ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჰელსინკიში ტრამპის და პუტინის შეხვედრა დაიწყო


ჰელსინკიში პრეზიდენტების დონალდ ტრამპის და ვლადიმირ პუტინის პირისპირ შეხვედრა მიმდინარეობს.

რუს კოლეგასთან შეხვედრაზე შესვლამდე, პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხადა, რომ უკანასკნელი წლების განმავლობაში რუსეთს და შეერთებულ შტატებს შორის კარგი ურთიერთობები არ ყოფილა, რაც, მისი თქმით, "მალე უნდა დასრულდეს".

შეხვედრაზე შესვლის წინ, არც ერთმა პრეზიდენტმა არ უპასუხა ჟურნალისტების კითხვებს 2016 წლის ამერიკის არჩევნებში რუსეთის ჩარევის შესახებ.

შეხვედრამდე რამდენიმე საათით ადრე ტრამპმა ტვიტერში დაწერა, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა ასეთი ცუდი არასდროს ყოფილა. "ამას ემატება სპეციალური გამომძიებლის მიერ "კუდიანზე ნადირობა" 2016 წლის არჩევნებში რუსეთის ჩარევის გამო" - დაწერა ტრამპმა.

პრეზიდენტის ამ განცხადებაზე, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაწერა, რომ "ეთანხმება" პრეზიდენტს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG