ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჰელსინკის კომისია: უნდა განვაგრძოთ ქართველი ხალხის ძალისხმევის მხარდაჭერა, დაიცვან თავისი დემოკრატია


ამერიკის საკანონმდებლო ორგანოს ორივე პალატაში არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე საქართველოსთან დაკავშირებული განცხადებები კეთდება. სოციალურ ქსელ "X"-ში განცხადება გამოაქვეყნა ჰელსინკის კომისიამ, რომლის წევრებიც ორივე პარტიისა და ორივე პალატის წარმომადგენლები არიან, აღმასრულებელი ხელისუფლების წევრებთან ერთად. კომისიის თავმჯდომარემ, რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ჯო უილსონმა მაისში "მეგობარი აქტი" წარმოადგინა, მას საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა მხარი ივლისში დაუჭირა. კანონპროექტის ინგლისური სახელის აბრევიატურაა: "MEGOBARI".

"მაისში შეერთებულ შტატებსა და ქართველ ხალხს შორის მეგობრობის აღსანიშნად, ჰელსინკის კომისიის წევრებმა წარმოადგინეს "მეგობარი აქტი", ორპარტიული კანონი საქართველოში დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის გასაძლიერებლად. სანამ კანონპროექტი საბოლოოდ დამტკიცდება წარმომადგენელთა პალატაში, ჩვენ უნდა განვაგრძოთ ქართველი ხალხის ძალისხმევის მხარდაჭერა თავისი დემოკრატიის დასაცავად და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის არჩეული გზის გასაგრძელებლად", - ვკითხულობთ კომისიის განცხადებაში.

22 ოქტომბერს კი სენატორმა ჯინ შაჰინმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ რესპუბლიკელ სენატორ ჯიმ რიშთან ერთად წარმოდგენილ კიდევ ერთ კანონპროექტს - ამჯერად სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში, მხარდამჭერები და თანასპონსორები დაემატა, კიდევ 10 სენატორი.

"სენატორები შაჰინი და რიში აცხადებენ, რომ დამატებით 10 სენატორს სურს ორპარტიული "ქართველი ხალხის აქტის" თანასპონსორობა. ეს კანონპროექტი გულისხმობს ანგარიშვალდებულებას საქართველოს მთავრობის წევრებისგან კორუფციაზე, ადამიანის უფლებების დარღვევასა და უცხოური გავლენის შესახებ კანონის დაწინაურების, თუ მისი დამტკიცების ძალისხმევისთვის", - ვკითხულობთ სენატორების განცხადებაში.

XS
SM
MD
LG