ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს პირველმა ქალმა დირექტორმა ჯინა ჰასპელმა დღეს ფიცი დადო. ფიცის დადების ცერემონიას პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ესწრებოდა. ამერიკის სენატმა ჰასპელი ხუთშაბათს დაამტკიცა. მის კანდიდატურას მხარი 54 სენატორმა დაუჭირა. აქედან მას ხმა 6-მა დემოკრატმა მისცა, ხოლო ორი რესპუბლიკელი მისი კანდიდატურის წინააღმდეგ წავიდა.
ჰასპელის წარდგენას სენატში ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დაკითხვის მეთოდების წარსული პრაქტიკის ვრცელი განხილვა მოჰყვა. ის ამერიკაში 11 სექტემბერის ტერაქტის შემდეგ ეჭვმიტანილთა მკაცრ დაკითხვას ხელმძღვანელობდა. დაკითხვის ზედამხედველობაში ჰასპელის როლის გამო მისი დამტკიცება გაჭიანურდა.
ჰასპელი დაზვერვის სააგენტოში 33 წლის მანძილზე მუშაობდა და სააგენტოს დირექტორის მოადილის თანამდებობა ეკავა იქამდე, სანამ მაიკ პომპეო სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე წარადგინეს.
Facebook Forum