ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ეკონომიკის თავისუფლების ხარისხით საქართველო მე-16 ადგილზეა


"ჰერიტიჯის ფონდის" ყოველწლიურ რეიტინგში, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით ქვეყნების ეკონომიკური თავისუფლების ინდექსს განსაზღვრავს, საქართველო 76,2 ქულით მე-16 ადგილზეა. გასული წლის შემდეგ, ქვეყნის მონაცემი 0,2 ქულით გაუმჯობესდა. საკუთრების უფლების მხრივ მიღწეულმა დიდმა წინსვლამ გადაფარა მთავრობის კეთილსინდისიერების, იურიდიული ეფექტურობისა და ფისკალური სიჯანსაღის მიმართულებით არსებული მცირედი კლება, ნათქვამია ანგარიშში „მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი 2018.“

საქართველო ევროპის 44 ქვეყანას შორის მე-9 ადგილზეა და მსოფლიოს მასშტაბით საშუალოზე უკეთესი მონაცემი აქვს.

„2003 წლის ვარდების რევოლუციის შემდეგ, მონაცვლე ადმინისტრაციებმა შეამცირეს წვრილმანი კორუფცია, შეამცირეს რეგულაციები, გაამარტივეს გადასახადები, გახსნეს ბაზრები და განავითარეს ტრანსპორტისა და ენერგეტიკის ინფრასტრუქტურა,“ ნათქვამია ანგარიშში. თუმცა, „უფრო სიღრმისეული და სწრაფი ინსტიტუციონალური რეფორმები, და სასამართლოს დამოუკიდებლობა და ეფექტურობა კვლავ რჩება მნიშვნელოვან საკითხებად დინამიური და გრძელვადიანი ეკონომიკური განვითარებისთვის.“

"ჰერიტიჯის ფონდი" ამბობს, რომ კონსტიტუცია იცავს საკუთრების უფლებებს და უზრუნველყოფს სამოქალაქო საქმეებში მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი სასამართლოს ქონას. „თუმცა, სამოქალაქო საქმეების მოსამართლეების პროფესიონალიზმი და მათ მიერ გადაწყვეტილების გამოტანის გამჭვირვალობა გაურკვეველია,“ ნათქვამია ანგარიშში.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG