ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დემონსტრანტები “დიდი ოცეულის” სამიტის ჩაშლით იმუქრებიან


“კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჯოჯოხეთში”. ამ ლოზუნგით დახვდებიან შეერთებული შტატების პრეზიდენტს და სხვა ლიდერებს ანიტი-კაპიტალისტური დემონსტრანტები ჰამბურგში. მათი მიზანი “დიდი ოცეულის” სამიტის ჩაშლაა. ამ სამიტს დაძაბულობა უკვე თან ახლავს, მასზე განსახილველი ორი დიდი საკითხის გამო, როგორიცაა საერთაშორისო ვაჭრობა და კლიმატის ცვლილება.

პოლიციის ცნობით, ჰამბურგში, დაახლოებით, 100 000 დემონსტრანტს ელიან. აქედან 8 000 კი უშიშროების ცნობით, მზადაა ძალადობისთვის.

7-8 ივლისს მსოფლიოს უმსხვილესი ეკონომიკების ლიდერების ყრილობაზე სიმშვიდის და უსაფრთხოების უზრუნველყოფა სამართალდამცავებისთვის გამოწვევაა. სამიტს გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი მასპინძლობს, რომელსაც, სავარაუდოდ მძიმე საუბრები ექნება ვაჭრობის და კლიმატის საკითხებზე.

სამიტის მსვლელობისას მერკელი პირისპირ შეხვედება რამდენიმე ლიდერს, მათ შორის თურქეთის პრეზიდენტ რეჯეპ ტაეპ ერდოთანს. ამავე სამიტის ფარგლებში, პირველი პირისპირ შეხვედრა გაიმართება ამერიკის და რუსეთის პრეზიდენტებს შორის. სამიტზე გამგზავრებამდე ტრამპი პოლონეთში ჩავიდა და ვარშავის ცენტრში სიტყვით გამოსვლისას კრემლის ქმედებებს “დესტაბილიზაციისკენ მიმართული” უწოდა.

მერკელი, რომელიც 4 სექტემბრის არჩევნებისთვის ემზადება, მზადაა მხარი დაუჭიროს ღია საერთაშორისო ვაჭრობის სისტემას.

“ჩვენ ერთიანნი ვართ და გვსურს “დიდი ოცეულის” სამიტზე მრავალმხრივი ურთიერთობები გავამყაროთ. ჩვენ გვშირდება ღია საზოგადოება, განსაკუთრებით ღია ვაჭრობა”, განაცხადა კანცლერმა ბერლინში.

სამიტის დაწყებამდე ჰამბურგში რამდენიმე მცირე ზომის საპროტესტო აქცია გაიმართა.გუშინ, დაახლოებით, 7 000 ახალგაზრდა ქუჩაში კაპიტალიზმის წინააღმდეგ გამოვიდა.

პოლიცია იძიებს ჰქონდა თუ არა კავშირი გვიან ღამე ქალაქის ჩრდილოეთ ნაწილში ძვირადღირებული ავტომობილის - “პორშე”-ეს დაწვას სამიტთან.

გერმანიის სიდიდით მეორე ქალაქ ჰამბურგის მკვიდრები ღელავენ, რომ საპროტესტო აქციების დროს, შესაძლოა, მათი საკუთრება დაზარალდეს.

ჰამბურგში დაგეგმილი მთავარი დემონსტრაციის ლოზუნგია “კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჯოჯოხეთში”. ამ აქციაზე მშვიდობის უზრუნველსაყოფად 20 000-მდეპოლიციელი იქნება მივლენილი.

პროტესტის ორგანიზატორები ამბობენ, რომ “დიდი ოცეულის” ქვეყნების ლიდერებმა საფრთხის ქვეშ დააყენეს მსოფლიო მშვიდობა და გარემოს დაცვა, ასევე უკან დახიეს თანასწორობა და გაამძაფრეს ძალადობირვი კონფლიქტები.

მასალა მომზადებულია სააგენტო “როიტერის” მიერ

Facebook Forum

XS
SM
MD
LG