ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ღაზის მთავარ ქალაქებში "ჰამასი" სიტუაციას კვლავ აკონტროლებს


პალესტინელმა შეიარაღებულმა პირებმა კვირას განაგრძეს თავდასხმები ისრაელის ძალებზე ღაზის სექტორის ორ მთავარ ქალაქში. რამდენიმე კვირის წინ "ჰამასის" ჯარისკაცებმა ასევე წარმატებული თავდასხმა განახორციელეს ისრაელის ძალებზე. სამხედრო ექსპერტების აზრით, ეს იმას ნიშნავს, რომ "ჰამასი" კვლავ ინარჩუნებს გარკვეულ კონტროლს ღაზის სექტორზე, ისრაელთან შესაძლო ზავის წინ.

უკვე ოთხი თვეა, რაც 7 ოქტომბერს, "ჰამასის" მიერ ისრაელზე მოულოდნელად განხორციელებული თავდასხმის შემდეგ, ისრაელმა დაჯგუფების წინააღმდეგ ღაზის სექტორში ომი დაიწყო. მთავარი ბრძოლები, მჭიდროდ დასახლებული ღაზის სექტორის ჩრდილოეთით და სამხრეთში, ქალაქ ხან-იუნისის ირგვლივ მიმდინარეობს.

ისრაელის მინისტრთა კაბინეტის ყოველკვირეულ სხდომაზე, ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ "ჰამასის" 24 საბრძოლო ბატალიონიდან 17 დაიშალა. დანარჩენები, მისი თქმით, ძირითადად სამხრეთ ღაზას სექტორში, მათ შორის, რაფაში, ეგვიპტის საზღვართან იმყოფებიან.

”ჩვენ მათზეც ვიზრუნებთ”, - ნათქვამია ნეთანიაჰუს ოფისის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. "ჰამასი" თავისი დანაკარგების შესახებ ინფორმაციას არ აქვეყნებს.

XS
SM
MD
LG