ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საარჩევნო დღის პირველი ნახევარი უკვე გასულია, ფიქსირდება ამომრჩეველთა აქტივობა და ზოგან დარღვევებიც


საპარლამენტო არჩევნები თბილისში, საქართველო. 26 ოქტომბერი, 2024 წ.
საპარლამენტო არჩევნები თბილისში, საქართველო. 26 ოქტომბერი, 2024 წ.

საქართველოში ხმის მიცემის პროცესი 26 ოქტომბერს დილის 8 საათზე დაიწყო. ამ დროისთვის უკვე იყო რიგები საარჩევნო უბნებთან და ამომრჩევლები, სოციალური ქსელების მეშვეობით, ამ აქტივობის თაობაზე აქვეყნებდნენ ფოტო-მტკიცებულებებს.

შუადღის სამი საათისთვის უკვე საკმაოდ დაგროვდა საარჩევნო პროცესზე დარღვევის ფაქტები. მათ შორის, განსაკუთრებულ ცხელ წერტილებად ფიქსირდება მარნეული, ზუგდიდი, გლდანისა და ვაზისუბნის საარჩევნო უბანი. იკვეთება ეგრეთ წოდებული „ძველი ბიჭების“ მხრიდან უბნების „მეთვალყურეობასთან“ დაკავშირებული პრობლემაც.

ამგვარი ვითარება სიახლე არაა და გასული არჩევნების დროსაც საუბრობდნენ და აფიქსირებდნენ ანალოგიური, ირიბი ზეწოლის პრაქტიკას. ეს გულისხმობს „ძველი ბიჭების“ მობილიზებას საარჩევნო უბნის სიახლოვეს, რაც ქმნის ამომრჩევლებზე ერთგვარი ზეწოლის წინაპირობას.

ბიულეტენების ჩაყრა მარნეულის 69-ე უბანზე
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:00:09 0:00

სადამკვირვებლო მისია „ჩემი ხმა“ ავრცელებს ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ ამ დროისთვის უკვე დახურულია მარნეულში 69-ე უბანი, სადაც ბიულეტენთა მასობრივი ჩაყრა დაფიქსირდა. ამის თაობაზე ვიდეომტკიცებულება არჩევნებზე დამკვირვებელმა გადაიღო.

მარნეულში 69-ე უბანი, უხეში დარღვევების გამო დაიხურა
მარნეულში 69-ე უბანი, უხეში დარღვევების გამო დაიხურა

შუადღის სამი საათისთვის მოქალაქეთა მნიშვნელოვანი აქტივობაა დაფიქსირებული. ცესკოს მონაცემებით, თითქმის უკვე მილიონ 500 ათასმა ადამიანმა მისცა ხმა, მთელი საქართველოს მასშტაბით.

ლონდონი, რიგი საარჩევნო უბანთან
ლონდონი, რიგი საარჩევნო უბანთან

შუადღეს სპეციალური ბრიფინგი საქართველოს პრეზიდენტმაც გამართა. მან განაცხადა, რომ ფიქსირდება ძალადობის ფაქტები, მედიის აპარატურის დაზიანების შემთხვევები, ადგილი აქვს დამკვირვებლებზე ძალადობას.

ფიზიკური დაპირისპირებებისა და უბანზე წვდომის შეფერხების შემთხვევაში პრობლემაა პოლიციასთან კონტაქტის. „მე ვერ ვუკავშირდები შსს-ს წარმომადგენლებს, ვერც შს მინისტრის მოადგილეს. არ მუშაობს ოფიციალური სამთავრობო ხაზი“,- ამბობს სალომე ზურაბიშვილი და მოუწოდებს სამართალდამცავებს კანონის დაცვისა და წესრიგის შენარჩუნებისკენ.

განსაკუთრებული აქტივობაა საზღვარგარეთ, სადაც გახსნილია საარჩევნო უბნები. ცნობილია ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ემიგრაცია ამჟამად მიმდინარე საპარლამენტო არჩევნებისთვის განსაკუთრებულადაა მობილიზებული. უბნების გამტარუნარიანობა კი არ იყო შესაბამისი ამ აქტივობის. "ფეისბუქის" გვერდი „ჩემი ხმა ევროკავშირს“ ავრცელებს ვიდეოებს მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქიდან, სადაც ჩანს რიგები საარჩევნო უბნებთან. მათ შორისაა ლონდონი, ვენა, ბარსელონა, ნიუ იორკი, პრაღა, ფრანკფურტი...

რიგი საარჩევნო უბანთან, პრაღაში
რიგი საარჩევნო უბანთან, პრაღაში

არასამთავრობო ორგანიზაციებისგან შემდგარი კოალიცია „ჩემი ხმა“, რომელიც აკვირდება არჩევნებს აქვეყნებს მასალას, სადაც ჩანს, რომ ათენის საარჩევნო უბანზე დამკვირვებლებს პრობლემები ექმნებათ. კომისია არ აძლევს მათ დაკვირვების საშუალებას და უზღუდავს ვიდეო გადაღების უფლებას.

ამომრჩევლები ხმის მიცემას საღამოს 8 საათამდე შეძლებენ. შემდეგ კი უკვე ხმის დათვლის პროცესი დაიწყება.

წინასაარჩევნო სამზადისი ნიუ-იორკში
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:05:10 0:00

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG