ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თავდამსხმელმა დენვერში 4 ადამიანი მოკლა, ვიდრე მას პოლიცია გაანეიტრალებდა


ორშაბათს, დენვერში, შეიარაღებულმა მამაკაცმა 4 ადამიანი მოკლა და 3 დაჭრა, რომელთა შორის ერთი პოლიციელია. პოლიციელებმა ეჭვმიტანილი დევნის შემდეგ, მოკლეს. ჯერჯერობით თავდამსხმელის მოტივი უცნობია.

ყველაფერი ქალაქის ცენტრში დაიწყო, საღამოს 5 საათზე, როცა მამაკაცმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით, 2 ქალი მოკლა და ერთი კაცი დაჭრა. შემდეგ კი ის დანაშაულის ადგილიდან მანქანით მიმალვას ეცადა და გზაზე კიდევ ერთი კაცი მოკლა.

მიმალვისას ეჭვმიტანილს პოლიციის მანქანა აედევნა და მათ შორის სროლას ორჯერ ჰქონდა ადგილი. მეზობელ ქალაქში, თავდამსხმელი მანქანიდან გადმოვიდა, გაიქცა და რამდენიმე ადამიანის დაჭრა და კიდევ ერთი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. აღნიშნული ინფორმაცია, ჟუნალისტებს, დენვერის პოლიციის შეფმა პოლ პაზენმა მიაწოდა.

მიმდინარეობს გამოძიება. პოლიცია ეჭვმიტანილის ვინაობას ჯერჯერობით არ ამხელს. ამ დრომდე უცნობია, რამდენად რთულია დაჭრილების, მათ შორის ერთი პოლიციელის ჯანმრთელობის მდგომარეობა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG