ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ყოფილმა პოლიციელმა 22 ბავშვი მოკლა


ტაილანდში ყოფილმა პოლიციელმა საბავშვო ბაღში 34 ადამიანი მოკლა, აქედან 22 ბავშვია. მასობრივი მკვლელობა ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთში მდებარე ქალაქ ნოგბუა ლამპუში ხუთშაბათს მოხდა.

პოლიციის ცნობით, მკვლელობაში ეჭვმიტანილი პოლიციიდან გასულ წელს, ნარკოტიკების გამოყენების ბრალდებით გაათავისუფლეს. ის საბავშვო ბაღში თავისი შვილის გამოსაყვანად მივიდა და როცა იქ შვილი ვერ ნახა, მოულოდნელად ცეცხლი გახსნა. მოგვიანებით, შინ მისულმა სახლში საკუთარი ცოლი და შვილიც მოკლა და ბოლოს სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

მასობრივი მკვლელობა ტაილანდში ძალზე იშვიათად ხდება. ბაღში სროლის ხმა რომ გაიგეს, ჩათვალეს, რომ ეს ფოიერვერკები იყო. მკვლელობაში ეჭვმიტანილი მამაკაცი იქ შუადღეზე მივიდა. ძლიერი წვიმის გამო საბავშვო ბაღში ჩვეულებრივზე ნაკლები, 30 ბავშვი იყო - ყვებიან თვითმხილველები.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG