შეერთებული შტატები მსოფლიოში იარაღის ყველაზე მსხვილი ექსპორტიორის ტიტულს ინარჩუნებს და ქვეყნებს დაახლოებით 23 მილიარდი დოლარის ღირებულების იარაღს აწვდის - ნათქვამია ორგანიზაცია IHS Jane-ის ყოველწლიურ ანგარიშში.
ანგარიშის მიხედვით თავდაცვის გლობალური ბაზარი 2015 წლის 6.6 მილიარდით, 65 მილიარდის მოცულობის ბაზრამდე გაიზარდა. მნიშვნელოვნადაა გაზრდილი შეერთებული შტატების როლიც, 2009 წლიდან მოყოლებული ექსპორტი 10 მილიარდით გაიზარდა.
„გლობალური თავდაცვის ვაჭრობის ბაზარი ასე მნიშვნელოვნად არასდროს გაზრდილა, როგორც ეს 2014-2015 წლებში მოხდა. 2015 წელი ამ მხრივ რეკორდული წელი იყო,“ ამბობს ბენ მორესი, IHS-ის უფროსი მკვლევარი.
ანგარიშის თანახმად გაორმაგდა საფრანგეთის გაყიდვებიც, თუ საფრანგეთი ამ პროგრესს შეინარჩუნებს 2018 წლისთვის ის რუსეთს, ჩამონათვალის მეორე ქვეყანას გაუსწრებს, ნათქვამია ანგარიშში.
იარაღის ყველაზე მსხვილი შემსყიდველები ახლო-აღმოსავლეთის ქვეყნები არიან, ჩამონათვალს საუდის არაბეთი და არაბეთის გაერთიანებული ემირატები ლიდერობენ.