ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გვატემალაში ვულკანის მსხვერპლის რაოდენობა იზრდება


ვულკან ფუეგოს ამოფრქვევის გამო, გვატემალაში სულ მცირე 69 ადამიანი დაიღუპა. დაშავებულია ასობით ადამიანი. მთავრობამ 3 ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია მოასწრო.

ცეცხლოვან ლავას, ამორფქვეულ აირს და კლდის ნაჭრებს ქალაქ ელ-როდეოში თან მოჰყვა სქელი კვამლი, რაც სამაშველო სამსახურების მუშაობას უკიდურესად ართულებს. მათ პოლიცია და არმიის ქვედანაყოფები ეხმარება.

ვულკანი პირველად 3 ივნისს, საღამოხანს ამოიფრქვა. ის გვატემალის დედაქალაქიდან სულ 40 კილომეტრში მდებარეობს. ვულკანური ლავის და ტალახის ფენებმა მიმდებარე სამი რაიონი დაფარა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG