ჰავაის დიდ კუნძულზე ვულკანი „კილაუეა“ კვლავ აქტიურია. ამერიკის გეოლოგიური სამსახურის ინფორმაციით, ბოლო 30 წლის განმავლობაში „კილაუეამ“ რამოდენიმეჯერ ამოხეთქა. ბოლოს ეს გასულ კვირას მოხდა, რის შედეგადაც 40-მდე ნაგებობა დაზიანდა. ამჟამად ვულკანმა კიდევ 19-მდე ადგილას ამოხეთქა.
„ლანიპუნას ბაღების“ ტერიტორიიდან, რომელიც დაზარალებულ ზონაშია, მოსახლეობა უკვე ევაკუირებულია. მიუხედავად იმისა, რომ ლავის ნაკადი მკვრივდება, გრძელდება ახალი ნაპრალების წარმოქმნა.
ამერიკის გეოლოგიური კვლევის სამსახურის თანახმად, კუნძულზე არსებული ხუთი ვულკანიდან ერთ-ერთიდან მომდინარე ლავამ დაახლოებით 125 კვ.კმ ფართობის ტერიტორია დაფარა. მეცნიერები ამბობენ, რომ შეუძლებელია იმის პროგნოზირება თუ რამდენ ხანს გასტანს ახლანდელი ამოფრქვევები.
Facebook Forum