კვირას, 25 ოქტომბერს, გვატემალის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება პოლიტიკური გამოცდილების არმქონე, წარსულში ტელევიზიაში მომუშავე კომედიური ჟანრის მსახიობმა მოიპოვა.
ჯიმი მორალესმა ადვილად მოიპოვა ქვეყნის უმაღლესი თანამდებობა მას შემდეგ, რაც კორუფციასთან დაკავშირებულმა სკანდალმა ქვეყნის ყოფილ ლიდერს თანამდებობა დაატოვებინა და პოლიტიკური ისტებლიშმენტის მიმართ ამომრჩეველთა აღშფოთება გააღვივა.
კონსერვატორმა მორალესმა საპრეზიდენტო კამპანია აპრილში სულ ნახევარ პროცენტიანი მხარდაჭერით დაიწყო.