ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საბერძნეთის ეკონომიკა დაღმასვლას განაგრძობს


ვალებში ჩაფლული საბერძნეთის ეკონომიკა განაგრძობს დაღმასვლას. გასულ წელთან შედარებით, ივლისი-სექტემბრის თვეების მონაცემებით, ეკონომიკამ 6,9 %-იანი შეკვეცა განიცადა.

საბერძნეთის მთავრობის განცხადებით, მდგომარეობა ოდნავ იმაზე უკეთესია, ვიდრე ექსპერტები წინასწარმეტყველებდნენ. თუმცა მათივე ვარაუდით, ეკონომიკა კიდევ უფრო შეიკვეცება და ეს საბერძნეთისთვის იქნება რეცესიის ზედიზედ მე-6 წელიწადი.

საბერძნეთში იმედს იტოვებენ, რომ 2014 წლისთვის მდგომარეობა ნელ-ნელა გამოსწორდება. თუმცა ზრდა სავარაუდოდ 0.2%-ს არ აღემატება.

XS
SM
MD
LG