ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საბერძნეთში მთავრობის ფორმირებას ცდილობენ


GREECE POLITICS
GREECE POLITICS

პრეზიდენტმა წამყვან პარტიას ვადა ხვალამდე მისცა

საბერძნეთში პოლიტიკური პარტიების ლიდერები უკვე მეორე დღეა კოალიციური მთავრობის ფორმირებას ცდილობენ. პრეზიდენტის დავალებით, კონსერვატიული მიმართულების „ახალი დემოკრატების“ ლიდერმა ანტონიო სამარასმა ეს ამოცანა ოთხშაბათამდე უნდა გადაჭრას. სამარასის პარტიამ კვირას ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებში ხმათა უმრავლესობა მოიპოვა. სამარასმა დღეს შეხვედრა გამართა პარტია „პასოკის“ ლიდერთან ევანგელოს ვენიზელოსთან. პასოკმა არჩევნებში მესამე ადგილი მოიპოვა. აღნიშნული პარტიები საბერძნეთის ანტიკრიზისულ გეგმას და ამის სანაცვლოდ ხარჯების შემცირებას უჭერენ მხარს. თუმცა, კოალიციაში შესაძლოა მემარცხენე რადიკალებიც შევიდნენ, რომლებიც ანტიკრიზისულ გეგმას ეწინააღმდეგებიან.
XS
SM
MD
LG