ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბრიტანეთში ტერორიზმის საფრთხე საშუალოზე მაღალია


ტერორიზმის დიდ ალბათობაზე მიანიშნებს ოლიმპიური თამაშების მოსამზადებელ პერიოდში

დიდი ბრიტანეთის მთავრობამ ლონდონში 7 ადამიანი დააკავა მას შემდეგ, რაც მიმდინარე კვირის დასაწყისში ცეცხლსასროლი და სხვა იარაღით დატვირთული მანქანის კონფისკაცია მოახდინა პოლიციამ. სამართალდამცველებმა ქვეყნის ჩრდილოეთში მანქანა ერთერთ მთავარ გზატკეცილზე გააჩერეს და მძღოლი, ავტომობილზე დაზღვევის არ ქონის გამო დააკავეს.

პოლიციის განცხადებით, 7 ადამიანიდან ორი ყველაზე ბოლოს გუშინ დააკავეს. დაკავებულები ტერორისტული თავდასხმების ორგანიზებაში არიან ეჭვმიტანილი.
დიდი ბრიტანეთის მასშტაბით, ტერორისტული თავდასხმების რისკი საშუალოზე მაღალია, რაც ტერორიზმის დიდ ალბათობაზე მიანიშნებს ოლიმპიური თამაშების მოსამზადებელ პერიოდში.
XS
SM
MD
LG