დიდი ბრიტანეთის სამეფო კარის ცნობით, ქეით მიდლტონი დღეს დილით სამშობიაროში მოათავსეს. წმიდა მარიამის საავადმყოფოში უფლისწულ უილიამის მეუღლე დილის ექვს საათზე საწყისი ეტაპის წინასამშობიარო ტკივილების დიაგნოზით დარეგისტრირდა.
ახალი კანონმდებლობით, რომელიც ბრიტანული პარლამენტის დამტკიცებას ელის, ახალშობილი დიდი ბრიტანეთის მომავალი მეფე, ან დედოფალი იქნება. ის უფლისწულ ჰარის შეცვლის და მის ნაცვლად უფლისწულ ჩარლზის და უფლისწულ უილიამის შემდეგ, მესამე ადგილს დაიკავებს. ბრიტანული ტრადიციის მიხედვით, საუკუნეების მანძილზე სამეფო კარი უპირატესობას მამრობითი სქესის პირველ შვილს ანიჭებს.