ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

„გრემის“ დაჯილდოება მუსიკის და პოლიტიკის ნაზავით


მომღერალი ბრუნო მარსი წელს მთავარი ამერიკული მუსიკალური პრიზის, „გრემის“ დაჯილდოების გმირი გახდა. მე-60 ცერემონია კვირას ნიუ-იორკში გაიმართა. ბრუნო მარსმა 6 ჯილდო მოიპოვა, მათ შორის - წლის საუკეთესო სიმღერის და ალბომის.

დაჯილდოების ცერემონია პოლიტიკური გზავნილებით იყო გაჯერებული. ეკრანზე გაუშვეს ჰილარი კლინტონის ვიდეოჩანაწერი, რომელშიც მან წაიკითხა ნაწყვეტი მაიკლ ვულფის დონალდ ტრამპზე დაწერილი წიგნიდან „ცეცხლი და მრისხანება“. მოგვიანებით, ასევე მოიქცნენ მომღერლები: ჯონ ლეჯენდი, შერი, სნუპ დოგი, დი-ჯეი ხალედი და სხვები.

„ნაგვით გადასარევ მუსიკას ნუ გაანადგურებთ“ - დაწერა სოციალურ ქსელ „ტვიტერზე“ ამერიკის ელჩმა გაეროში ნიკი ჰეილიმ. „მუსიკა ზოგს პოლიტიკის გარეშე გვიყვარს“ - წერდა ის. თუმცა, ნილ პორტნოი, მუსიკის ჩაწერის აკადემიის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ჰილარი კლინტონის გამოჩენა „გრემიზე“ უფრო სატირული ხასიათის იყო, ვიდრე პოლიტიკური.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG