ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კვიპროსის კრიზისი


კუნძულზე ბანკები კვლავ დახურულია

კვიპროსის მთავრობამ ქვეყნის ბანკებს გახსნის ნება არ დართო, რათა ქვეყანა ეკონომიკური კოლაფსისგან გადაარჩინოს. კვიპროსში ყველა ბანკი დღეს უნდა გახსნილიყო. გამონაკლისი ორი უმსხვილესი ბანკი იყო - კვიპროსის ბანკი და კვიპროსის სახალხო ბანკი, რომელიც ასევე ლაიკის სახელით არის ცნობილი; ეს ორი ბანკი უკვე კვირაზე მეტია დახურულია, რადგან ეშინიათ, რომ მომხმარებლები ანგარიშებიდან ფულს გაიტანენ. დღეს ცენტრალურმა ბანკმა ქვეყნის ბანკებს გახსნა აუკრძალა, რათა საბანკო სისტემამ უსფრთხოდ განაგრძოს ფუნქციონირება.

„ჩვენ გვაქვს ვალდებულება, რათა თავი დავაღწიოთ რეცესიის ციკლს. მთავრობას ვალდებულება აქვს განახორციელოს სპეციფიური ზომებვი რათა დაეხმაროს ყველას ვინც რეცესიის შედეგად დაზარალდება,“ - განაცხადა კვიპროსის პრეზიდენტმა ნიკოს ანასტასიადესმა.
XS
SM
MD
LG