ჩარტერული მატარებელი, რომელსაც ათობით კონგრესმენი რესპუბლიკური პარტიის სამუშაო შეხვედრაზე მიჰყავდა, ვირჯინიის ქალაქ შარლოტსვილთან ახლოს ნაგვის მანქანას დაეჯახა. კონგრესმენები დასავლეთ ვირჯინიის შტატში მიემგზავრებოდნენ.
თეთრი სახლის ინფორმაციით, არც ერთი მათგანი სერიოზულად დაშავებული არ არის. საინფორმაციო წყაროებზე დაყრდნობით, დაღუპულია ერთი ადამიანი და ერთი მძიმედ არის დაშავებული. სავარაუდოდ, ორივე მათგანი ნაგვის მანქანაში იჯდა.
Facebook Forum