ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

„გუგლის“ „დუდლები“


გამორჩეულად სადა, თეთრი დიზაინის მქონე საძიებო ვებ-სისტემა „გუგლი“ ზოგჯერ ადგილს „დუდლებს“ უთმობს

„გუგლს“, გიგანტურ საძიებო ვებ-სისტემას, გამორჩეულად სადა დიზაინი აქვს. უმეტესწილად ფურცელივით თეთრი გამოსახულება ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ „გუგლი“ მხოლოდ საძიებო სისტემაა და გასართობ, ან ახალი ამბების გვერდს არ წარმოადგენს. თუმცა, ზოგჯერ მცირე ადგილი ე.წ. „დუდლს“ ეთმობა - არტისტულ, ხანდახან იუმორისტულ მცირე ზომის გამოსახულებას, რომელიც თანდათან უფრო პოპულარული ხდება.

ის, ვინც „გუგლს“ ხმარობს, ზოგჯერ საგანგებო დიზაინის მქონე პატარა ლოგოსაც შეამჩნევს, რომელიც დღესასწაულებს, ან რომელიმე ცნობილი ადამიანის დაბადების დღეს ეძღვნება. ასეთი იყო ჩინური ახალი წელი, ლონდონის მეტროს 150 წლის იუბილე და ესა თუ ის გამოგონება.

„დუდლები“ იმდენად პოპულარულია, რომ მათ გამო „გუგლს“ მომხმარებელი დამატებით სტუმრობს. მაგრამ რაიან ჯერმიკი „დუდლის“ პროგრამის ხელმძღვანელი, ამბობს, რომ „დუდლის“ შესახებ ანგარიშს ტრადიციულ ბიზნეს-გეგმაში ვერ ნახავთ.

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:00:00 0:00
ბმული


ისმის კითხვა - რატომ? ჩვენი სურვილია „გუგლის“ მომხმარებელი გავაოცოთ ხოლმე, თავად „გუგლი“ კი უფრო ადამიანური და მხიარული გავხადოთ“.

„გუგლი“ გვერდის სტატისტიკას სისტემატურად იკვლევს. თუმცა, ყველა სხვა მონაცემისგან განსხვავებით, „დუდლების“ შეფასება არა ვიზიტორების რაოდენობით, არამედ აზრობრივი კრიტერიუმებით ხდება.
„ჯერ სოციალურ ქსელებს გადავხედავთ ხოლმე, ვამოწმებთ ახალ ამბებს. ვცდილობთ მიღებული ინფორმაციით ერთმანეთი გავაღიმოთ. მომხმარებელთან მეტი ემოციური კავშირი გვჭირდება, ვიდრე უბრალო ციფრი, თუ რამდენმა ადამიანმა დააჭირა ამ ღილაკს“ - აღნიშნავს რაიან ჯერმიკი.

„დუდლების“ ერთ-ერთი ავტორი, ჯენიფერ ჰომი ამბობს, რომ ყოველწლიურად ისინი უამრავ ენაზე 300-მდე „დუდლს“ ამზადებენ. პოლიტიკურ და საკამათო თემებს კი ერიდებიან.

უპირატესობა ინოვატორულ და არტისტულ მიდგომას ენიჭება, ის რაც „გუგლისთვის“ ისედაც პრიორიტეტულია“. - ამბობს ჯენიფერ ჰომი.

მისი თქმით, იდეების წყარო შეიძლება ნებისმიერი რამ გახდეს. ასე მოხდა ამაგალითად ნახშირბადის შემთხვევაში, რომელიც 60 ატომისგან შედგებოდა.

მე არაფერი გამეგება, მაგრამ ჩემი კოლეგები გიჟდებიან ამ მოლეკულურ სტრუქტურაზე“ - ამბობს ის.

კომპანიაში ზოგადად ინოვაციას აღმერთებენ. იქ რელაქსირებული გარემოა, სადაც თვლიან, რომ მუშაობის თამაშთან შერწყმა შემოქმედებით პროცესს უწყობს ხელს.

კრის ჰომი ნახატებით „დუდლის“ ანიმაციას ამზადებს. მისი გუნდი საქმეში თავიდანვე იმ მიზნით ჩართეს, რომ ინოვაციის და ზრდის ხელშეწყობა სურდათ.

მე იმ 20 პროცენტით დავიწყე, რომელიც „გუგლის“ პოლიტიკის განუყოფელი ნაწილია. კვირაში სამუშაო საათების 20 პროცენტი კომპანიაში საკუთარი სურვილით არჩეულ შემოქმედებით შრომას ეთმობა. მე პატარა ანიმაციებით დავიწყე. შემდეგ „დუდლის“ გუნდიდან შემამჩნიეს და მათთან სამუშაოდ მიმიწვიეს“- ყვება კრის ჰომი.

„დუდლის“ შემოქმედებით ჯგუფს სჯერა, რომ მათი იუმორისტული, ანიმაციური, თუ სხვა სახის გრაფიკა კომპანიის ინოვატორულ ხასიათს უსვამს ხაზს. „გუგლი“ სამუშაოდაც და საძიებლადაც, სახალისო ადგილი უნდა იყოს, ამბობენ ისინი.
XS
SM
MD
LG