ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"ლა-ლა ლენდი" და "მთვარის შუქი" - ფავორიტები "ოქროს გლობუსის" ცერემონიაზე


ცნობილმა ამერიკელმა მსახიობმა ქალმა მერილ სტრიპმა, „ოქროს გლობუსის“ გადაცემის კვირას საღამოს გამართულ ცერემონიაზე, პროფესიული მიღწევებისთვის სესილ დემილეს საპატიო ჯილდო მიიღო.

თავისი მეგობრის და კოლეგის, მსახიობ ვიოლა დევისისგან ჯილდოს მიღებისას, სტრიპმა იმ "რეალურ ცხოვრებაში" მომხდარ შესრულებაზე ისაუბრა, რომელიც წელს წარმატებული გამოდგა და მას "გული ატკინა“. მსახიობმა დონალდ ტრამპი „ნიუ-იორკ თაიმსის“ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ჟურნალისტის იმიტაციის გამო გააკრიტიკა და ახალი ადმინისტრაციის პირობებში ზოგადად, ჟურნალისტიკის მნიშვნელოვან როლზეც ისაუბრა.

ფილმმა „მთვარის შუქი“, საუკეთესო კინოდრამის, მიუზიკლმა „ლა-ლა ლენდმა“ კი საუკეთესო მუსიკალური და კომედიური ფილმის ჯილდო მიიღო. კინოდრამაში საუკეთესო მამაკაც მსახიობად კეისი აფლეკი, ქალ მსახიობად კი იზაბელ ჰუპერტი აღიარეს. ასეთივე ჯილდო მიიღეს რაიან გოსლინგმა და ემა სტოუნმა მუსიკალური და კომედიური ჟანრის ფილმების კატეგორიაში.

XS
SM
MD
LG