ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კეზერაშვილის ექსტრადირება არ მოხდება


საფრანგეთის სასამართლო საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის ექსტრადირებაზე უარს ამბობს

დავით კეზერაშვილის ადვოკატის განცხადებით, საფრანგეთის სასამართლო საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის ექსტრადირების გადაწყვეტილებაზე უარს ამბობს.

ორი საქმის ბრალდებების გამო ძებნილი კეზერაშვილი, ქართული მხარის მოთხოვნით, 2013 წლის 15 ოქტომბერს დააკავეს და პატიმრობიდან ელექტრონული სამაჯურის გამოყენების პირობით გაათავისუფლეს. შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლოში მის წინააღმდეგ ორი საქმეა აღძრული: პირველი - კონტრაბანდული სპირტის, მეორე კი - ტელეკომპანია „იმედის“ და რიყის ტერიტორიის გასხვისების.
XS
SM
MD
LG