ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტოკიოში ეკონომიკურ პერსპეტქივებზე და რისკებზე საუბრობენ


წლის დასაწყისთან შედარებით მდგომარეობა გამოსწორებულია, თუმცა მდგომარეობის შეცვლის რისკი კვლავ დიდია

მსოფლიოს სახელმწიფოთა ფინანსთა მინისტრები რეფორმის დაჩქარებას ითხოვენ, რათა სუსტი ეკონომიკური ზრდის ფონზე თავდაჯერებულობა ამაღლდეს. ტოკიოში მიმდინარე ერთობლივ შეხვედრაზე საერთაშორისო სავალუტო ფონდმა და მსოფლიო ბანკმა გამოაქვეყნეს კომუნიკე, სადაც საუბარია ეკონომიკური ზრდის შესუსტებაზე არსებული რისკების ფონზე და გაურკვეველ ვითარებაზე.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის წამყვანი კომიტეტის თავმჯდომარის, სინგაპურის ფინანსთა მინისტრის შანმუნ შანმუგარატნამის განცხადებით, წლის დასაწყისთან შედარებით მდგომარეობა გამოსწორებულია, თუმცა მდგომარეობის შეცვლის რისკი კვლავ დიდია.
XS
SM
MD
LG