გიორგი მუმლაძე "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობისთვის იბრძოლებს
გიორგი მუმლაძე "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობას აპირებს. მისი კანდიდატურა უჩვეულო იმითაა, რომ პარტიის წევრი არასდროს ყოფილა.მუმლაძის კანდიდატურას მხარს უჭერენ სამოქალაქო აქტივისტები, მისი მეგობრები, თანამოაზრეები რეგიონებიდან, ვინც უკანასკნელი სამი წლის მანძილზე მის აქტიურ ბრძოლას აკვირდება.