ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჯეფრი ეპსტინის მეგობარი და სავარაუდო პარტნიორი ქალი პოლიციამ დააკავა


გელეინ მაქსველი, ჯეფრი ეპსტინის მეგობარი ქალი, პოლიციამ ქალაქ ბრედფორდში (ნიუ-ჰემფშირის შტატი) დააკავა. ქალს ბრალად არასრულწოვანი გოგონების სექს ტრეფიკინგისთვის მომზადებასა და მათზე სექსუალურად ძალადობაში მონაწილეობის მიღება ედება. თავად ეპსტინი არასრულწლოვანი გოგონების სექს-ტრეფიკინგის გამო გასულ წელს დააკავეს. მან ციხეში თავი მოიკლა.

ჯეფრი ეფსტინი
ჯეფრი ეფსტინი

58 წლის მაქსველს ფედერალური აგენტები წელიწადზე მეტია ეძებდნენ. მათ ქალს ნიუ-ჰემფშირში მიაკვლიეს. ეპსტინის მეგობარ ქალს და მოკავშირეს ბრალი 6 სხვადასხვა დანაშაულში ედება. მათ შორისა: გოგონების მოტყუება და შეთქმულება, რათა ისინი არალეგალურ სექსუალურ საქმიანობაში ჩაება; არასრულწოვნების გადაადგილების ორგანიზება, კრიმინალურ სექსუალურ აქტივობაში მონაწილეობის მისაღებად.

ბრალდების მიხედვით, 1994-1997 წლებში "მაქსველი ხელს უწყობდა, ეხმარებოდა და მონაწილეობდა ჯეფრი ეპსტინის მიერ არასრულწლოვან გოგონებზე ზეწოლაში. ასევე, ის ეხმარებოდა ეპსტინს 18 წლამდე მსხვერპლი გოგონების მომზადებასა და სწავლებაში".

66 წლის ეპსტინი 2019 წლის 7 ივლისს დააკავეს. მას ბრალი

ჯეფრი ეპსტინის ერთ-ერთი მსხვერპლი ჩვენებას აძლევს მოსამართლეს
ჯეფრი ეპსტინის ერთ-ერთი მსხვერპლი ჩვენებას აძლევს მოსამართლეს

არასრულწოვანთა პროსტიტუციასა და სექს-ტრეფიკინგში ედებოდა. ეპსტინმა ციხეში თავი მოიკლა და მთელი თავისი ქონება ერთ-ერთ ფონდს უანდერძა.

ეპსტინის საქმე სკანდალური არამხოლოდ ამის გამო იყო. მისი დაკავების შემდეგ თანამდებობიდან გადადგა შრომის დეპარტამენტის მდივანი ალექს აკოსტა. აკოსტა 2008 წელს მაიამიში ამერიკის ფედერალური პროკურორი იყო, როცა ეპსტინთან საპროცესო გარიგების მოლაპარაკება აწარმოა. ამ მოლაპარაკების საფუძველზე, ეპსტინმა ფედერალური სასამართლო თავიდან აიცილა, რომელიც არასრულწლოვანი გოგოების სექსუალურ ექსპლუატაციას უკავშირდებოდა და ციხეში მხოლოდ 13 თვე დაჰყო.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG