ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გერმანიამ, რუსეთის სახელით მოქმედი, სამხედრო დივერსიის ორგანიზებაში ეჭვმიტანილი ორი პირი დააკავა


გერმანიაში, რუსულ-გერმანული წარმოშობის ორი მამაკაცი დააკავეს. მათ ბრალი დივერსიული თავდასხმების მომზადებაში ედებათ. საუბარია, მათ შორის, ამერიკის სამხედრო ობიექტებზეც. ბრალდების მტკიცებით, დაკავებულების მიზანი, უკრაინის სამხედრო მხარდაჭერისთვის ხელის შეშლა იყო.

სამართალდამცველებმა ორივე ეჭვმიტანილის სახლები და სამუშაო ადგილები გაჩხრიკეს. ერთ-ერთი მათგანი იდენტიფიცირებულია როგორც დიტერ ს. გავრცელებული ინფორმაციით, ის 2023 წლის ოქტომბრიდან, რუსეთის საიდუმლო სამსახურთან დაკავშირებულ პირთან, შესაძლო შეთქმულებებს განიხილავდა.

გერმანია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ერთ-ერთი უმსხვილესი მიმწოდებელია მას შემდეგ, რაც რუსეთმა, 2022 წლის 24 თებერვალს, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. გერმანიის ხელისუფლებაში ამბობენ, რომ სწორედ უკრაინისთვის დახმარების გადაცემის პარალელურად, ქვეყანა რუსული ჯაშუშური ოპერაციების მთავარი სამიზნე გახდა.

„ჩვენმა უშიშროების სამსახურმა შესაძლო თავდასხმები აღკვეთა, რომლებიც მიზნად ისახავდა უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის ძირის გამოთხრას“, - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა, ნენსი ფეზერმა.

"ეს, პუტინის კრიმინალური რეჟიმისგან მომავალი სავარაუდო ჯაშუშური საქმიანობის განსაკუთრებით სერიოზული შემთხვევაა",- განაცხადა მინისტრმა.

მომხდარის გამო, გერმანიის მთავრობაში რუსეთის ელჩი დაიბარეს. მანამდე კრემლმა განაცხადა, რომ ამ საკითხზე ინფორმაცია არ აქვს.

XS
SM
MD
LG